მეღვინეობა ბესინის ვაზის ნერგების საკუთარი წარმოება აქვს. მისი წყალობით, ჩვენი ვენახის მოცულობის გაზრდის ყოველწლიური საშუალება გვაქვს. 
მეღვინეობა ბესინი მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლისგან, საფრანგეთიდან სერტიფცირებულ საძირეებს იღებს. ასეთი სანერგე ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი და მისგან წარმოებული ნერგი, ჯიშობრივად, ვირუსულად და ფიტოსანიტარულად სუფთაა. შედეგად, ჩვენ ვაზის ნერგების ადგილობრივ უმსხვილეს მიმწოდებლად ვიქეცით და ქართულ ბაზარსა თუ დსთ-ს ქვეყნებს (აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა) უმაღლესი ხარისხის ნერგებით ვამარაგებთ. 
ამასთანავე, ჩვენ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კონკრეტულ ნიადაგს, კონკრეტული ჯიშის ნერგი შეგვიძლია შევურჩიოთ. 
ჩვენ სხვადასხვა ღვინის კომპანიებს კონსულტაციებითა და ტექნიკური დახმარებით უზრუნველვყობთ.

Back to Top